რუსეთის დუმაში აშშ-ის სანქციებზე საპასუხო ქმედებების კანონპროექტი მოამზადეს
რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც მოსკოვს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო ქმედებების შესაძლებლობას მისცემს.
დუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი შემუშავებულია როგორც აშშ-ის არამეგობრული და არაკონსტრუქციული ქმედებების მიმართ საპასუხო ზომა.
სპიკერ ვოლოდინის განმარტებით, კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას ყველა ფრაქცია მიიღებს. დოკუმენტი გაიგზავნება რეგიონებში. მას დაამუშავებენ ექსპერტებიც, რის შემდეგაც უკვე საპარლამენტო სხდომაზე განიხილება.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლო ჩარევისთვის, რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომები 6 აპრილს გააფართოვა. სანქციები 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომელთა აქტივებიც შეეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაყადაღდა.