„დერბი ქაუნთის“ ფორვარდი უეინ რუნი ჩემპიონშიფის 34-ე ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
34 წლის ფეხბურთელისთვის ეს იყო მე-500 მატჩი ინგლისის ჩემპიონატებში (პრემიერლიგა და ჩემპიონშიფი).
რუნიმ 393 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, 98 – „ევერტონში“ და ცხრა – „დერბიში“.
„ფულჰემთან“ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა, რუნიმ 11-მეტრიანი გაიტანა.
ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშებაში ვეტერანმა ინგლისელმა ცხრა მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რუნი „დერბიში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს.