„რუბინი“ მოულოდნელი ჩემპიონების სიაშია - მაშინ გუნდში სამი ქართველი თამაშობდა
ყაზანის „რუბინი“ მოხვდა იმ 14 კლუბში, რომლებიც ქვეყნების ჩემპიონები სენსაციურად გახდნენ – სია ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა გვერდმა (Squawka Football) გამოაქვეყნა.
ყაზანის „რუბინი“ არის სიაში, სადაც ასევე „ვოლფსბურგი“, „ნანტი“, „კაიზერსლაუტერნი“, „დეპორტივო“ და „ლესტერი“ დაასახელეს.
ყაზანის „რუბინმა“ ეს 2008 და 2009 წლებში მოახერხა – მაშინ რუსეთის ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართებოდა. გუნდი ლიდერების ჯგუფში იყო, მაგრამ მისი ჩემპიონობა, თანაც ზედიზედ ორჯერ, დიდი სენსაცია იყო.
მთავარი ისაა, რომ ამ გუნდში წამყვან როლებში საქართველოს ნაკრების წევრები იყვნენ: მეკარე ნუკრი რევიშვილი (2006-2009), და მცველები – ლაშა სალუქვაძე (2005-2010) და დავით კვირკველია (2008-2010). მათ ყაზანის „რუბინში“ ეს წარმატება ორივეჯერ იზეიმეს.
სრული რეიტინგის გაცნობა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
შეადგინეს ყველაზე სენსაციური ჩემპიონების სია