კვარაცხელიას „იუვენტუსთან“ წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა - ჯუღელის თქმით, ტრანსფერიდან თანხას ქართული „დინამოებიც“ მიიღებენ #1TVSPORT
კვარაცხელიას „იუვენტუსთან“ წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა - ჯუღელის თქმით, ტრანსფერიდან თანხას ქართული „დინამოებიც“ მიიღებენ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესების წარმომადგენელმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ 21 წლის ფეხბურთელს წინასწარი კონტრაქტი ტურინის „იუვენტუსთან“ ჰქონდა გაფორმებული.

„ხვიჩას „იუვენტუსთან“ ჰქონდა წინასწარი კონტრაქტი, მაგრამ კლუბი სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ დატოვა. რომ არ წასულიყო, ხვიჩა „იუვენტუსში“ იქნებოდა – ყოველ შემთხვევაში, წინასწარი კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა. რაც შეეხება მილანს, ჩვენ ვესაუბრეთ სპორტულ დირექტორს, ფრედერიკ მასარას, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ, შემოთავაზება კი არ ყოფილა. პარატიჩის „ტოტენჰემში“ წასვლის შემდეგ ხვიჩას იჯარით წაყვანა სურდათ, მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით. თავად ფეხბურთელიც იჯარის წინააღმდეგი იყო. სერიოზული შემოთავაზება კი „ნაპოლიდან“ მოვიდა“, – განაცხადა ჯუღელმა ნობელ არუსტამიანის YouTube არხთან ინტერვიუში.

მან ასევე თქვა, რომ ბათუმის „დინამო“, თბილისის „დინამო“„რუბინი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლიდან ფულს მიიღებენ:

„არიან იტალიელები, არის „რუბინის“ პრეზიდენტი საიმანოვი. „რუბინს“ ცხოვრებაში არასდროს მოვატყუებთ. დანარჩენი ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება. ყველა კლუბს, რომელშიც ხვიჩა თამაშობდა, ბათუმის „დინამო“,„დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“, ყველას რაღაც ეკუთვნის. რაც ოფიციალურად იქნება გათვალისწინებული, თითოეული ეს კლუბი მიიღებს თანხებს, რომელსაც ფიფა განსაზღვრავს. ყველაფერი დამსახურების მიხედვით იქნება.

ჩემი და მამამისი შემდეგ „რუბინის“ დამსახურება ყველაზე დიდია, რომ ხვიჩა ახლა „ნაპოლიში“ ითამაშებს. ჯერ მამა ეხმარებოდა, შემედგ მე, შემედგ საიმანოვის კლუბი. „ნაპოლიმ“ ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდან“ იყიდა და არა „რუბინიდან“ და აქ თითოეული გუნდი თავის წილს მიიღებს. ბათუმის „დინამო“ თავის წილს აიღებს, „რუბინი“ და დანარჩენები მათგან 5-10%-ს. ეს ბათუმის კლუბის საქმეა. ეს არის კომპენსაცია. სხვაგვარად როგორ იქნება? ხვიჩის კონტრაქტი ბათუმის „დინამოსთან“ აქვს და „რუბინი“ ფულს როგორ მიიღებს? ასე არ ხდება. ეს იტალიაა – იქ ყველაფერი მკაცრად და ოფიციალურდაა“, – განაცხადა ჯუღელმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.