დათო კვირკველიამ ფოთის „კოლხეთი 1913“ შეკრიბა - გუნდს წიტაიშვილი და უკრაინელი მწვრთნელი შეუერთდნენ #1TVSPORT
დათო კვირკველიამ ფოთის „კოლხეთი 1913“ შეკრიბა - გუნდს წიტაიშვილი და უკრაინელი მწვრთნელი შეუერთდნენ #1TVSPORT

საახალწლო დასვენების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, დათო კვირკველიამ, ასისტენტებთან ერთად, ფოთის „კოლხეთი 1913“ წელს პირველად ავარჯიშა.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ფოთის „კოლხეთი 1913“-ს დაემატა ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელთა ნაწილი გუნდში სინჯებზე იმყოფება, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელთან ამ დღეებში კონტრაქტები გაფორმდება.

გუნდის სამწვრთნელო შტაბში მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე კლიმენტი (კობა) წიტაიშვილი იმუშავებს, რომელსაც საფეხბურთო გამოცდილება, საქართველოს გარდა, ისრაელსა და კვიპროსში აქვს მიღებული. თემურ ქეცბაიას ხელძღვანელობით კი მას „ანორთოსისში“ ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია.

ამავე დროს, ფოთის გუნდს ახალი წევრი, უკრაინელი მიხეილ სამოხვალოვიც შემოუერთდა. დონეცკელი სპეციალისტი „კოლხეთი 1913“-ის ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს.