საფეხბურთო ტაიმაუტი | ლაშა სალუქვაძე - გუნდიც ჩამოყალიბდა და ყველასთვის რთული მეტოქე ვიქნებით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლაშა სალუქვაძე - გუნდიც ჩამოყალიბდა და ყველასთვის რთული მეტოქე ვიქნებით #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მოახლოებულ შეხვედრები, ჩვენი შანსები, მოთამაშეთა მზადება და მეტოქეები – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ ილაპარაკა.

„პირველი მატჩი გიბრალტართან გვაქვს, დასაწყისი კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე არაა, პირველ მატჩს ყოველთვის სირთულეები ახლავს. 3 ქულა გვჭირდება და მაყურებლისგან დიდი ზეწოლა იქნება. იმედია, ამ მატჩს მოვიგებთ.​ სანიოლმა ამხანაგურ თამაშებში რამდენიმე ტაქტიკა უკვე გამოსცადა, ცვლილებებიც გააკეთა და ჩამოყალიბებული იქნება, რა ტაქტიკით ითამაშოს – გიბრალტარი დაცვიდან ითამაშებს და უნდა შევუტიოთ, ბულგარეთთან და ჩრდილომაკედონიელებთან კი სხვაგვარი ტაქტიკა დაგვჭირდება.

ჩრდილომაკედონიელებმა დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდია, იტალია მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა, მანამდე გერმანიაც დაამარცხა. ჩვენ გვეგონა, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი უნდა მოგვეგო, მაგრამ გამოჩნდა, რომ სუსტ გუნდთან არ წაგვიგია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დაცვიდან ვთამაშობთ, შეტევაშიც ბევრ მომენტს ვქმნით – სამი ცენტრალური მცველით და ორი ფლანგის მცველით ვთამაშობთ, რომლებიც შეტევაზე არიან ორიენტირებულები. ასეთ დროს სამი ცენტრალური მცველი თავს კარგად იცავს და გუნდი უკეთაც უტევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია, რომ ტაქტიკა შერჩეულია, გუნდიც ჩამოყალიბდა და ყველასთვის რთულად გადასალახი ნაკრები ვიქნებით.

– ბულგარეთი სტოიჩკოვის დროინდელი დონის გუნდია არ არის. რევანში გვაქვს ასაღები – მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამ ამხანაგური მატჩის შემდეგ ჩამოყალიბდა, გაძლიერდა. ვფიქრობ, რევანშის აღებას შევძლებთ, რადგან ჩვენს ნაკრებში კონკურენტუნარიან გუნდს ვხედავ. თანაც შეტევაში სწრაფი ფეხბურთელები წამოვიდნენ. ისეთი დონის მეტოქეებიც არ გვყავს, რომ ვერ მოვუგოთ, თუნდაც გასვლაზე“.