კვარაცხელია „ნაპოლიში“ 77 ან 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - კონტრაქტის გაფორმება სპალეტისთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე #1TVSPORT
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 77 ან 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - კონტრაქტის გაფორმება სპალეტისთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, „ნაპოლის“ ახალწვეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

„სპალეტის ვესაუბრე და მითხრა, რომ ჩემთან უნდოდა მუშაობა – მეც მასთან მსურდა მუშაობა. „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმება მისი სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე. მან ამიხსნა და მომამზადა სერია ა-სთვის და ვგრძნობ, რომ მზად ვარ დიდი ნახტომისთვის.

– ნომერი? არ ვიცი, 77-ნომრიან მაისურს ჩავიცვამ თუ 18-იანს, ჯერ არ გადამიწყვეტია. ვიცი, რომ 10-ის აღება არ შემიძლია, რადგან ეს მხოლოდ მარადონას ეკუთვნის. ვისთან მინდა თამაში? კულიბალი დიდი ფეხბურთელია. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? ასეთი გიორგი ქინქლაძეა – ის იყო უდიდესი ტალანტი, რომელიც ქართულმა ფეხბურთმა ვერ გამოიყენა.

როგორ გადავწყვიტე ყაზანური კლუბისა და რუსეთის დატოვება? 24 თებერვალს ვიყავი რუსეთში. ყველამ უკვე იცოდა, რაც ხდებოდა. რა თქმა უნდა, ცუდი რეაქცია მქონდა, რადგან უკრაინაში ხალხი იღუპებოდა. ეს არავის მოეწონება. ამაზე ბევრი ვიფიქრე. ბევრი ამბობდა, რომ ხვიჩა დიდი ხანი არ მიდისო და შემდეგ დაიწყო ყველაფერი. ვღელავდი, შიში იყო ოჯახის გამო, მაგრამ ეს არის ფეხბურთი, სპორტი და მგონია, რომ საბოლოოდ ყველაფერი გაიგეს.

საიმანოვს და სლუცკის ვესაუბრე. მან თქვა, რომ ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მითხრეს, გამეკეთებინა ის, რაც ჩემთვის საუკეთესო იქნებოდა. უკვე ვიცოდი, რომ წავიდოდი და რუსეთში ვერ დავრჩებოდი. ორი მატჩი იყო დარჩენილი და ვთქვი, რომ თამაშს დავამთავრებდი და ყველაფერს გავაკეთებდი გუნდისთვის, რადგან „რუბინმა“ ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის. მე ნამდვილად მიყვარს ეს კლუბი.

– ეს ორი თამაში ვიყავი კლუბთან ერთად. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს ორი თამაში უნდა მეთამაშა, რადგან ლამაზი არ იქნებოდა, მხოლოდ მეთქვა, მივდივარ, ბიჭებო-მეთქი, როდესაც ორი წელი ერთად ვიყავით. ასე უბრალოდ წამოსვლა არ შემეძლო“, – თქვა კვარაცხელიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.