რონი ო’სალივანი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
რონი ო’სალივანი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

შეფილდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სნუკერში, რომლის ტრიუმფატორი გახდა ლეგენდარული ინგლისელი რონი ო’სალივანი. მან ფინალში თანამემამულე ჯად ტრამპი 18:13 დაამარცხა.

ორდღიანი ფინალი ო’სალივანმა შესანიშნავად დაიწყო. პირველ დღეს გამართული ორი სესიის შემდეგ რონი 12:5 დაწინაურდა. მაგრამ მესამე სესიაში ტრამპმა 6:2 გაანადგურა მეტოქე და მატჩს ინტრიგა დაუბრუნა – მხოლოდ 14:11 ო’სალივანის სასარგებლოდ.

ყველაფერი ბოლო სესიაში გადაწყდა, სადაც დაძაბული ბრძოლა იყო, მაგრამ ტრამპმა ქამბექის შესრულება ვერ შეძლო.

 

ო’სალივანის გზა ჩემპიონობამდე

1/16 ფინალი

რონი ო’სალივანი-დევიდ გილბერტი (ინგლისი, 19) – 10:5

1/8 ფინალი

რონი ო’სალივანი-მარკ ალენი (ჩრ. ირლანდია, 15) – 13:4

1/4 ფინალი

რონი ო’სალივანი-სტივენ მაგუაირი (შოტლანდია, 40) – 13:5

1/2 ფინალი

რონი ო’სალივანი-ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია, 6) – 17:11

ფინალი

რონი ო’სალივანი-ჯად ტრამპი (ინგლისი, 4) – 18:13

 

ო’სალივანი მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, რითაც გაიმეორა შოტლანდიელი სტივენ ჰენდრის „მუდმივი“ რეკორდი.

ყველაზე ტიტულოვანი სნუკერისტები:

სტივენ ჰენდრი (შოტლანდია) – 7 ტიტული

რონი ო’სალივანი (ინგლისი) – 7

სტივ დევისი (ინგლისი) – 6

რეი რერდონი (უელსი) – 6

მარკ სელბი (ინგლისი) – 4

ჯონ ჰიგინსი (შოტლანდია) – 4

მარკ უილიამსი (უელსი) – 6

ჯონ სპენსერი (ინგლისი) – 4