რონალდუს და „რეალის“ ახალი რეკორდები - „ბაიერნი“-„რეალი“ ციფრებში
რონალდუს და „რეალის“ ახალი რეკორდები - „ბაიერნი“-„რეალი“ ციფრებში

„ბაიერნისა“ და „რეალის“ ნახევარფინალის შემდეგ, მადრიდული კლუბის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ახალი რეკორდის მფლობელი გახდა. პორტუგალიელმა 96-ე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე, რაც აბსოლუტური რეკორდია. მანამდე რონალდუ პირველ ადგილს იყოფდა ყოფილ თანაგუნდელ იკერ კასილიასთან (95 მოგება).

* რონალდუმ პირველად ვერ გაიტანა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელის შედეგიანი სერია 11 მატჩს ითვლიდა;

* „რეალი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 150 მატჩი მოიგო. სულ ამ ტურნირზე მადრიდელებს 249 მატჩი აქვთ ჩატარებული – კიდევ 48 შეხვედრა ფრედ დაასრულეს და 51 წააგეს;

* „რეალმა“ თავისი არსებობის ისტორიაში ევროთასებზე 306-ე მატჩი მოიგო. ეს არის „ბარსელონას“ რეკორდის გამეორება. ასე რომ, მადრიდულ კლუბს შეუძლია, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს საპასუხო ნახევარფინალის შემდეგ;

* „რეალმა“ ზედიზედ მეექვსედ მოუგო „ბაიერნს“. ეს სერია 2011-12 წლების სეზონში დაიწყო, როცა მადრიდელებმა განმეორებითი მატჩი მოიგეს – 2:1. 2013-14 წლების ნახევარფინალში იყო 4:0 და 1:0 მოგება, შარშან, მეოთხედფინალში – 2:1 და 4:2 (დამატებით დროში);

* „რეალმა“ მოიგო 33-დან 32 მატჩი ყველა ტურნირზე, როცა მის რიგებში გოლს იტანდა მარსელო.