რონალდუ „რეალს“ გამოსასყიდი თანხის 120 მილიონამდე შემცირებაზე მოელაპარაკა
რონალდუ „რეალს“ გამოსასყიდი თანხის 120 მილიონამდე შემცირებაზე მოელაპარაკა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ, როგორც ჩანს, მადრიდული კლუბიდან წასვლის პროცესი დაიწყო.

პორტუგალიელი „რეალის“ ხელმძღვანელობას გამოსასყიდი თანხის დაკლებაზე მოელაპარაკა – ერთი მილიარდიდან 120 მილიონ ევრომდე. ამასთან, ამგვარი შეღავათით ვერ ისარგებლებენ სხვა ესპანური კლუბები და „პარი სენ-ჟერმენი“. ამის შესახებ OK Diario-მ დაწერა.

რონალდუ „რეალში“ 2009 წელს მივიდა. ცხრა წლის განმავლობაში მან ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.