ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს ვაჟი ჟოაო მენდეში ინგლისის ჩემპიონშიფში გააგრძელებს კარიერას.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრისიო რომანომ სოციალურ ქსელში დაწერა, 19 წლის ფეხბურთელმა 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი „ბარნლისთან“. მანამდე მენდეში „ბარსელონას“ ახალგაზრდული გუნდის წევრი იყო, რომელსაც 2023 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში ჟოაომ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.