ევროპის ლიგის გათამაშებაზე რომის „ლაციო“ და გლაზგოს „სელტიკი“ ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, რომის ქუჩებში ორი შოტლანდიელი გულშემატკივარი დაჭრეს.
იტალიური პოლიცია ადასტურებს, რომ ორივე დაზარალებული მამაკაცი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
პირველად „სელტიკის“ 52 წლის გულშემატკივარი ირლანდიურ პაბთან დაჭრეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი 35 წლის შოტლანდიელს ბენიამინო ჯილის მოედანზე დაესხნენ თავს.
„სელტიკის“ ორივე გულშემატკივარი „უმბერტო პირველის“ სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.