რომის პაპი აცხადებს, რომ გაერო ახალი რეალობისთვის აღარ გამოდგება და ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობა მკაფიოდ ჩანს

22:23, 16.10.2022

რომის პაპის განცხადებით, გაერო ახალი რეალობისთვის უკვე აღარ გამოდგება. ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ თავის წიგნში ისაუბრა, რომლიდან ფრაგმენტებსაც იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ აქვეყნებს.

პონტიფიკოსის თქმით, გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობა მკაფიოდ ჩანს. პაპ ფრანცისკეს მოსაზრებით, კოვიდპანდემიამ და უკრაინაში ომმა გამოაჩინა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაძლებლობის ზღვარი.

მისივე განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა მოძებნის კონფლიქტების გადაჭრის უფრო მოქნილი და ეფექტური გზები.

„საომარ დროს მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ უფრო მრავალმხრივები უნდა ვიყოთ და ეს მრავამხრივობა უკეთესი უნდა იყოს“, – წერს რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური.

რომის პაპის ახალი წიგნი იტალიაში გაყიდვაში 18 ოქტომბერს გამოვა.

მსგავსი