როჯერ ფედერერმა სპორტული ფეხსაცმლის საკუთარი მოდელი წარადგინა
როჯერ ფედერერმა სპორტული ფეხსაცმლის საკუთარი მოდელი წარადგინა

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა წარმოადგინა სპორტული ფეხსაცმელების საკუთარი მოდელი, რომელიც ფეხსაცმლის შვეიცარიულ ბრენდთან On-თან ერთად შექმნა.

კოლექციამ ასეთი დასახელება მიიღო – The Roger. მოდელის შექმნისას, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო საჩოგბურთო ფეხსაცმელი, მაგრამ წარმოდგენილი წყვილი ყოველდღიური მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული.

ცოტა ხნის წინ, ფედერერმა მარჯვენა მუხლზე მეორე ოპერაცია გადაიტანა. შვეიცარიელი გამოტოვებს 2020 წლის სეზონს და კორტზე 2021 წელს დაბრუნდება.