„როიტერი“ - ჯო ბაიდენი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ვიდეომიმართვას ორ დღეში გაავრცელებს
„როიტერი“ - ჯო ბაიდენი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ვიდეომიმართვას ორ დღეში გაავრცელებს

ჯო ბაიდენი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას 25 აპრილს გააკეთებს. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შესახებ სპეციალური ვიდეომიმართვის საშუალებით განაცხადებს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს კვირებში ჯო ბაიდენი იმ შტატებს ესტუმრება, რომლებმაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპს დაუჭირეს მხარი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი შტატების გადაბირებას ეცდება.

76 წლის ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ აქვს მიღებული, 1998 წელს და 2008 წელს.