„როიტერი“ – ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები ოქტომბერში რომში შეხვდებიან, რათა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება განიხილონ

00:17, 14.09.2026

ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები ოქტომბერში რომში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმება განიხილონ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმების „შემდგომი შესრულება კვლავ რჩება ერთადერთ შესაძლო მექანიზმად ლიბანის სუვერენიტეტისა და ისრაელის უსაფრთხოების აღსადგენად“. მისივე განცხადებით, ლიბანისა და ისრაელის ელჩები მომავალ კვირას ვაშინგტონში შეხვდებიან ერთმანეთს.

იტალიის დედაქალაქში მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი აგვისტოში დასრულდა, თუმცა საკვანძო ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიაზე, ისრაელის საზღვრის მთელ სიგრძეზე, დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე აკონტროლებს ტერიტორიას, რომელსაც ის „ბუფერულ ზონად“ მოიხსენიებს. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ზონა აუცილებელია ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებების „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული თავდასხმებისგან დასაცავად.

მსგავსი