„როიტერი“ - ირანმა აშშ კატარში მდებარე ბაზებზე საპასუხო იერიშის მიტანამდე გააფრთხილა
ირანმა აშშ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე საპასუხო იერიშის მიტანამდე გააფრთხილა. ამის შესახებ „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
როგორც წყარო აცხადებს, ირანმა ამერიკა ორი დიპლომატის საშუალებით გააფრთხილა, რომ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზებზე საპასუხო იერიშებს მიიტანდა.
„როიტერი“ ასევე წერს, რომ ირანს გაფრთხილებული ჰყავდა კატარიც, რის გამოც კატარმა საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა , რომ ირანმა ეს ნაბიჯი გადადგა მსხვერპლის მინიმუმამდე შესამცირებლად.