„როიტერი“ – დონალდ ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, არჩევნების წაგების შემთხვევაში, მშვიდობიანად გადააბარებს თუ არა ძალაუფლებას ჯო ბაიდენს

09:11, 24.09.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, არჩევნების წაგების შემთხვევაში გადააბარებს თუ არა ძალაუფლებას მშვიდობიანად ჯო ბაიდენს, არ უპასუხა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ ვნახოთ, რა მოხდება“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის წესი.

მსგავსი