„როიტერი“ - დონალდ ტრამპმა არ უპასუხა შეკითხვას, არჩევნების წაგების შემთხვევაში, მშვიდობიანად გადააბარებს თუ არა ძალაუფლებას ჯო ბაიდენს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, არჩევნების წაგების შემთხვევაში გადააბარებს თუ არა ძალაუფლებას მშვიდობიანად ჯო ბაიდენს, არ უპასუხა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ ვნახოთ, რა მოხდება“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის წესი.