„როიტერი“ - ჩინეთში კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ტესტავენ
„როიტერი“ - ჩინეთში კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ტესტავენ

ჩინეთში ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ტესტავენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო კონკრეტული ანტივირუსული პრეპარატი, თუმცა ექიმები რამდენიმე მედიკამენტს ტესტავენ, მათ შორისაა „ალუვია“, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენება.

ჩინეთში ვირუსის შედეგად 2000 ადამიანია ინფიცირებული. კორონავირუსს 56 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.