ამერიკელი მოკრივეების მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის საგამოფენო ბრძოლის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს შეცვალონ მომავალი შეხვედრის წესები, – დაწერა გაზეთმა „სანმა”.
წყაროს ცნობით, მოკრივეებს აიძულებენ დაიხურონ ჩაფხუტები და გამოიყენონ მჩატე წონის ხელთათმანები. ეს კეთდება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე – ითვალისწინებენ მოკრივეთა ასაკს.
გარდა ამისა, როი ჯონსმა გადაწყვიტა – საკუთარი ყურები დააზღვიოს მოსალოდნელი საგამოფენო ბრძოლის წინ. ამის შესახებ განაცხადა ჯონსის მენეჯერმა ჟოლტ ბარნმა.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1997 წლის ივნისში მაიკ ტაისონმა ბრძოლის დროს ყურის ნაწილი მოაჭამა ევანდერ ჰოლიფილდს, მენეჯერებმა გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ მსგავსი მომენტი”, – წერია ბარნის „ტვიტერში”.
მაიკ ტაისონი ორჯერ გავიდა რინგზე ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ და ორივეჯერ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საჩვენებელი ბრძოლა ტაისონსა და ჯონსს შორის 12 სექტემბერს კალიფორნიაში გაიმართება და რვა რაუნდისგან იქნება შემდგარი.