მაიკ ტაისონი თვითმფრინავში მგზავრს მუშტებით გაუსწორდა [ვიდეო] #1TVSPORT
მაიკ ტაისონი თვითმფრინავში მგზავრს მუშტებით გაუსწორდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი მორიგ სკანდალში გაეხვა. ინციდენტი, რომელშიც სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მიიღო მონაწილეობა, თვითმფრინავში მოხდა, რომელიც სან ფრანცისკოდან ფლორიდაში მიფრინავდა. ტაისონი სალონში თავის მეგობართან ერთად იჯდა და არავის ერჩოდა, სანამ მისი სიმშვიდე არ დაარღვია მის უკან მჯდომმა მგზავრმა. მან იცნო მაიკი და მასთან კონტაქტის დამყარება გადაწყვიტა. იტყობინებიან, რომ კრივის ლეგენდამ ამ მგზავრთან სელფი გადაიღო, მაგრამ ის მაინც არ დაწყნარდა და ყველანაირად ცდილობდა უცენზურო სიტყვებით ტაისონის პროვოცირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მოკრივე დიდი ხანი ითმენდა მეზობლის გამოხდომებს და ზრდილობიანად ცდილობდა მის მოშორებას, მაგრამ ბოლოს მოთმინება გამოელია და მუშტებით ეცა მგზავრს, რომელსაც ტაისონის თავდასხმის რამდენიმე კვალი დარჩა სახეზე.

ინციდენტის შემდეგ. ლეგენდარულმა მოკრივემ თვითმფრინავი დატოვა, დაზარალებულმა კი პოლიციაში განცხადება დაწერა. ჯერჯერობით, პოლიციელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა ტაისონის წარმომადგენელმა, რომელმაც განაცხადა, რომ მაიკი უკან მყოფი მგზავრი ძალიან მთვრალი იყო, წყლის ბოთლი ესროლა მოკრივეს და გაუთავებლად ცდილობდა მის პროვოცირებას.