მაიკ ტაისონი 2022 წლის თებერვალში ლოგან პოლთან იჩხუბებს #1TVSPORT
მაიკ ტაისონი 2022 წლის თებერვალში ლოგან პოლთან იჩხუბებს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი 2022 წლის თებერვალში რინგზე დაბრუნდება, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ გამოცემა Drama Alert-მა.

წყაროს ცნობით, ტაისონი ბრძოლას გამართავს ვიდეობლოგერ ლოგან პოლთან.

ოქტომბრის დასაწყისში ტაისონმა გამოთქვა სურვილი ძმები პოლებიდან ერთ-ერთთან შესახვედრად.

2020 წლის ნოემბერში ტაისონმა საჩვენებელი ბრძოლა გამართა ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან როი ჯონსთან. რვარაუნდიანი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

54 წლის მაიკ ტაისონმა პროფესიულ რინგზე 58 ბრძოლა ჩაატარა და 50 მოიგო.

ლოგან პოლი თავის ბოლო ბრძოლაში ლეგენდარულ ფლოიდ მეივეზერს შეხვდა. საგამოფენო ბრძოლა ფრედ დასრულდა.