როი ჯონსი - ჯოშუას დამარცხება არ გამკვირვებია, უსიკი უმაღლესი კლასის მოკრივეა #1TVSPORT
როი ჯონსი - ჯოშუას დამარცხება არ გამკვირვებია, უსიკი უმაღლესი კლასის მოკრივეა #1TVSPORT

ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, როი ჯონსმა ალეკსანდრ უსიკის შესახებ ისაუბრა და უკრაინელი მოკრივის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„გამიკვირდა თუ არა ენტონი ჯოშუას დამარცხება? არა. ვიცოდი, რომ უსიკი გაიმარჯვებდა. ის უმაღლესი კლასის მოკრივეა, პირველ რიგში – მენტალურად. ჯოშუამ ბრძოლის დასაწყისში უკრაინელის დანოკაუტება ვერ მოახერხა და შემდეგ ეს უკვე შეუძლებელი ჩანდა.

რაც შეეხება რევანშს, ყველაფერი ენტონი ჯოშუაზე არის დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს ფიზიკურად თუ მენტალურად მომზადებას. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ მატჩ-რევანშსაც უსიკი მოიგებს, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება“, – მიაჩნია როი ჯონსს.