ფოტო – მერაბ დვალიშვილი მაიკ ტაისონს შეხვდა #1TVSPORT

11:13, 30.07.2023

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა გამოაქვეყნა ერთობლივი ფოტო ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივესთან, მაიკ ტაისონთან.

„რკინის მაიკთან“, – მოკლედ მიაწერა ფოტოს დვალიშვილმა.

ქართველს MMA-ში 19 ბრძოლა აქვს გამართული და 15 გამარჯვებას მიაღწია. ბოლოს ის ოქტაგონზე მარტში გავიდა, როცა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. დვალიშვილის ახალი მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი