გუშინ ცნობილი გახდა, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი მარტში ჯარედ კანონიერს ვერ დაუპირისპირდება.
ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი ემი კაპლანი იუწყება, რომ ავსტრალიელს UFC 248-ზე ლივერპულელი მებრძოლი დარენ ტილი შეცვლის.
ტილს საკუთარი დებიუტი საშუალო წონით დივიზიონში ცოტა ხნის წინ ჰქონდა. ინგლისელმა გიგა ჭიკაძის გუნდელი კელვინ გასტელუმი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
რაც შეეხება ჯარედ კანონიერს (13-4), მას ბოლო 3 ბრძოლიდან სამივე აქვს მოგებული. მან დევიდ ბრანჩს, ჯეკ ჰერმანსონს და ლეგენდარულ ანდერსონ სილვას სძლია.