აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში რამდენიმე საინტერესო ბრძოლის გამართვაზე მუშაობენ
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში რამდენიმე საინტერესო ბრძოლის გამართვაზე მუშაობენ

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ხელმძღვანელობა საშუალო წონით დივიზიონში რობერტ ვიტეკერისა და ჯარედ კანონიერის ბრძოლის გამართვაზე მუშაობს. ასევე ორგანიზაცია ცდილობს, რომ 2020 წლის დასაწყისში ნახევრად-მძიმე წონითი დივიზიონში ჯონი ვოკერისა და ნიკიტა კრილოვის ბრძოლა ჩაატაროს. ინფორმაციას ამის შესახებ „ესპნ-ის” (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს.

სახელდება ასევე აღნიშნული ბრძოლების ჩატარების სავარაუდო თარიღებიც. ვიტეკერი კანონიერის დაპირისპირება სავარაუდოდ 2020 წლის 7 მარტს შედგება. აღნიშნულ ქარდზე, დიდი ალბათობით ქალებს შორის ჟანგ ვეილისა და იოანა ჟედრეჟჩაკის ძალიან საინტერესო სატიტულო ბრძოლა გაიმართება. ასევე ვრცელდება ჭორები, რომ აღნიშნულ საბრძოლო ღამეს ისრაელ ადესანიასა და იოელ რომეროს ბრძოლაც შესაძლოა ჩატარდეს, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია მებრძოლებთან შეთანხმდება.

ჯონი ვოკერისა და ნიკიტა კრილოვის ბრძოლის ჩატარებას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ბრაზილიაში 2020 წლის 14 მარტს განიხილავს.