ყოფილი ჩემპიონი ბრუნდება - რობერტ ვიტეკერი 8 მარტს ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდება
ყოფილი ჩემპიონი ბრუნდება - რობერტ ვიტეკერი 8 მარტს ჯარედ კანონიერს დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი (20-5) ოქტაგონს უბრუნდება. ავსტრალიელი მებრძოლი 8 მარტს, ლას ვეგასის „ტი მობაელ“ არენაზე ჯარედ კანონიერს (13-4) შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რობ ვიტეკერმა მიმდინარე წლის აგვისტოში სატიტული ბრძოლა ისრაელ ადესანიასთან დათმო და ჩემპიონის ქამარი ნიგერიელს გადასცა. ადესანიამ ვიტეკერი მეორე რაუნდშ ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

რაც შეეხება ჯარედ კანონიერს, ბოლო 13 თვის მანძილზე მან 3 ბრძოლა გამართა და ყველა დაპირისპირება გამრჯვებით დაასრულა. კანონიერმა დევიდ ბრანჩს, ლეგენდარულ ანდერსონ სილვასა და ჯეკ ჰერმანსონს სძლია.