რობერტ ვიტეკერი ჯარედ კანონიერს აღარ შეხვდება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი რობერტ ვიტეკერი ჯარედ კანონიერს აღარ დაუპირისპირდება. ბრძოლა მარტში უნდა გამართულიყო. „ესპნ-ის” (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ ავსტრალიელი მებრძოლი პერსონალური მიზეზების გამო ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ჰელვანის ინფორმაციით ორგანიზაცია ქარდზე ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ სხვა მებრძოლის დაყენებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად ვის დაუპირისპირდება კანონიერი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ვიტეკერმა ცხრა ბრძოლის მოგების შემდეგ სატიტულო დაპირისპირება ისრაელ ადესანიასთან დათმო და ჩემპიონის ქამარი ისრაელს გადასცა.
Robert Whittaker is out his March 7 UFC 248 fight against Jared Cannonier due to undisclosed personal reasons, sources say. UFC efforting to keep Cannonier on the card but no opponent locked in yet, I’m told.
— Ariel Helwani (@arielhelwani) 15 January 2020