ჯარედ კანონიერმა რობერტ ვიტეკერთან ბრძოლისას ხელი მოიტეხა
ჯარედ კანონიერმა რობერტ ვიტეკერთან ბრძოლისას ხელი მოიტეხა

აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიული ღონისძიება ჩატარდა. UFC 254-ზე ლეგენდარულმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერა დაასრულა. საინტერესო გამოდგა ასევე რობერტ ვიტეკერისა და ჯარედ კანონიერის დაპირისპირება.

ვიტეკერმა მაღალი ოსტატობა გამოავლინა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ავსტრალიელი უპირატესობას ყველა კომპონენტში სამივე რაუნდის განმავლობაში ფლობდა. როგორც ბრძოლის შემდგომ გაირკვა კანონიერმა პირველივე რაუნდში ხელი მოიტეხა. ამის შესახებ ჯერადმა სოციალურ ქსელში განაცხდა.