„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა თავისი საუკეთესო გოლი დაასახელა. როგორც ირკვევა, ეს არის 2006 წლის 22 ოქტომბერს „ლივერპულის“ კარში გატანილი ბურთი. ის მატჩი „უინაიტედმა“ 2-0 მოიგო.
„ბურთი ძალიან ზემოდან დაეშვა, მარჯვენა ფეხზე მივიღე და მარცხენათი ზედა კუთხეში გავუშვი. ნამდვილად ჩემი საუკეთესო და ყველაზე საყვარელი გოლია. მართლა ძალიან კარგად გამომივიდა ყველაფერი“, – მოჰყავს ფერდინანდის სიტყვები „რიპაბლიკ ოვ მანკუნიას“. – „ვისაც არ უნდა გაუტანო გოლი, მეზობლის ან პრინციპული მეტოქის კარში გატანა მაინც ყველაზე სასიამოვნოა“.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში რიო ფერდინანდმა 455 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. აქედან ორი – „ლივერპულის“ კარში.