რუმინეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ეს შეჯიბრება ჩვენთვის საინტერესო იმიტომ არის, რომ ქართველი უკანახაზელი რეზო როგავა თამაშობს.
რეზოს „ტარგი ჟიუ“ მესამე ტურში „გალატის“ დაუპირისპირდა და 71:87 დამარცხდა. სამი პერიოდის განმავლობაში მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მეოთხე რაუნდში კი გალატელებმა 25:10 იმარჯვეს.
რეზო როგავამ, ისევე როგორც პირველ ტურში ამჯერადაც 19 ქულა ჩააგდო. „გალატისთან“ ის სასტარტო ხუთეულში იყო: 34 წუთში 4-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 მოხსნა, 2-2 პასი-ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.