რეზო როგავამ რუმინეთის ჩემპიონატი 19 ქულით გახსნა
რეზო როგავამ რუმინეთის ჩემპიონატი 19 ქულით გახსნა

რუმინეთში საკალათბურთო ჩემპიონატი 10 დეკემბერს დაიწყო, რომელშიც ქართველი რეზო როგავა ასპარეზობს. თბილისური „ოლიმპის“ ყოფილი კაპიტანი 2020-21 წლების სეზონში „ტარგუ ჟიუს“ ღირსებას იცავს.

რეზოს გუნდი პირველივე მატჩში მოქმედ ჩემპიონ „ორადეას“ შეხვდა და 65:90 დამარცხდა. ტარგუელთა შემადგენლობაში ორი გამორჩეული კალათბურთელი იყო – ამერიკელი კევინ ალენი და ქართველი რევაზ როგავა. პირველმა 20 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

რეზომ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მოედანზე 28 წუთი გაატარა და 19 ქულას 4 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიამატა. ქართველმა უკანახაზელმა სამქულიანები მეტისმეტად მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა – 7-დან 5 ჩააგდო.

მომდევნო მატჩს „ტარგუ ჟიუ“ 11 დეკემბერს „ტიმიშოარას“ წინააღმდეგ გამართავს.