პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ, ატაცში სამივე ცდა (158, 163,165) წარმატებით დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში დაფიქსირებული (186, 192, 196) კგ-ით კი მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველ ადგილზე გასულმა ძალოსანმაც იგივე წონა დაძლია, მაგრამ წესების თანახმად პირველობა იმ ათლეტს ენიჭება რომელმაც წონა პირველმა დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში კი დავითაძემ 361 კგ-ით გამარჯვება არავის დაუთმო.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ნოდარ კაკაბაძემ ატაცში 145 კგ დაძლია და მეშვიდე ადგილზე გავიდა, აკვრაში კაკაბაძე 175, 182 კგ. შედეგით მეექვსე იყო, ხოლო ორჭიდის ჯამში 327 კგ-ით მეშვიდე ადგილზეა.
საქართველოს ძალოსანათა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე უკვე შვიდი სხვადასხვა სინჯის მედალია. გოდერძი ბერდელიძემ აკვრაში ვერცხლის, გოგა ჩხეიძემ კი ერთი ვერცხლისა და ორი ოქროს მედალი მოიპოვა და ჩხეიძე ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
ტურნირზე კიდევ ექვსი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს:
25 ოქტომბერი 19:00 საათი – ანტონ პლესნოი 94 კგ.
26 ოქტომბერი 18:00 საათი – ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი 11:00 საათი – ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი 13:00 საათი – დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი 15:00 საათი – გიორგი ჩხეიძე +105 კგ.+
27 ოქტომბერი 15:00 საათი – ბაქარ თურმანიძე +105 კგ.