ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რეშფორდი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს სათამაშოდ.
როგორც სააგენტო Efe იტყობინება, ინგლისელი კატალონური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. თავის მხრივ, რეშფორდი მზად არის განიხილოს „ბარსელონაში“ გადასვლის ვარიანტი, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედში“ ცოტა სათამაშო დრო გააჩნია დიდი რაოდენობით შემტევი ფეხბურთელების გამო.
რეშფორდის მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულში იწურება.
ამ სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგის ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.