რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის თემა განიხილეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის თემა განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის თემა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერდოღანმა და სტოლტენბერგმა ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ლიბიასა და ავღანეთში, ასევე რეგიონული საკითხები განიხილეს და აქცენტი რუსეთ-უკრაინის კრიზისზე გააკეთეს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კრიზისის დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა დაცვითა და მინსკის შეთანხმების შესრულებით.