რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით კატარში ჩავიდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ვიზიტით კატარში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ერდოღანს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში კატარის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ ატიაჰი, დოჰაში თურქეთის ელჩი მეჰმედ მუსტაფა გოქსუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

როგორც მედია წერს, შეხვედრაზე განიხილება თურქეთ-კატარის ურთიერთობების ყველა ასპექტი და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.

„მოსალოდნელია, რომ ლიდერები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე და პალესტინის ტერიტორიებზე“, – წერს თურქული მედია.