რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცს არ შეხვდება
თურქეთის პრეზიდენტი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცს არ შეხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თურქეთის ლიდერი ბუენოს-აირესში 30 ნოემბერს ჩავა და იქ პირველ დეკემბრამდე დარჩება.
ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დიდი ოცეულის ფარგლებში რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მუჰამედ ბინ სალმანს შორის შეხვედრა გამართულიყო.
თურქეთი ჟურანლისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხიმგებლობას საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს აკისრებს.