აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ხვალ შეხვედრას გამართავენ
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ხვალ შეხვედრას გამართავენ

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ორი მოკავშირე ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მომდევნო კვირაში, კლიმატის თაობაზე გლაზგოში გასამართ გაერო-ს სამიტზე იგეგმებოდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრა ხვალ შედგება.

ბაიდენი და ერდოღანი ბოლოს ერთმანეთს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს.