რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში ზოგიერთი მასალა გადაღებილია
სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში ზოგიერთი მასალა გადაღებილია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. თურქეთის პოლიციის მიერ საუდის არაბეთის საკონსულოში ჩატარებული ცხრა საათიანი ძიების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ გამომძიებლები მომწამვლელ ნივთიერებებსაც ეძებდნენ.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ გამოძიებას აქვს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ძიებას შეძლებისდაგვარად სწრაფად დავასრულებთ. გამოძიება იკვლევს მომწამვლელ ნივთიერებებს და ასევე იმ მასალებს, რომლებიც გადაღებვის შედეგად გაქრა“, – აღნიშნა ერდოღანმა.
Reuters-ი წერს, რომ გამომძიებლები საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციაშიც გეგმავდნენ მისვლას. თურქულმა ტელეკომპანიებმა აჩვენეს კადრები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ ტოვებს ჟურნალისტის გაქრობიდან ორი საათის შემდეგ დიდი ავტომობილი საკონსულოს ტერიტორიას და კონსულის რეზიდენციასთან ჩერდება.
შეგახსენებთ, ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატიური მისიის შემოწმების უფლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ორ ოქტომბერს ცნობილი არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.