რეგიონთა თასზე „გრასრუტი“ ითამაშებს - თბილისური გუნდი მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულია #1TVSPORT
„გრასრუტი“ საქართველოს მოყვარულთა ლიგის ჩემპიონია. თბილისურმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში ხობის „ჭალე“ 4:0 დაამარცხა.
მოყვარულთა ლიგის 2023 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ხაშურის „ივერიის“ სტადიონმა უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში „გრასრუტი“ უპირატესობას ფლობდა და ბოჭორმელის, კობახიძის, კიკნაძისა და მაკარაძის გოლებით მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლია – 4:0.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილე გუნდებს მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს მოყვარულთა ლიგის თასი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ.
„გრასრუტი“ 2023 წლის მოყვარულთა ლიგის სეზონის გამარჯვებულის სტატუსით, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2024 წლის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო ზაფხულში უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს.