მოყვარულთა ლიგაში 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა #1TVSPORT
მოყვარულთა ლიგაში 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა #1TVSPORT

„შერატონ მეტეხი პალასში“, ყველაზე მასშტაბური სამუყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის, მოყვარულთა ლიგის 2022 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ წარმატებული მეშვიდე სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

პრეზენტაციის მსვლელობისას, სხვადასხვა ნომინაციებში, თბილისის ლიგა 1-ის, თბილისის ლიგა 2-ისა და მოყვარულთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ნომინანტებს სიმბოლური პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა. ფონდის ფინანსურმა მენეჯერმა დავით ლაშხმა 2022 წლის ჩემპიონ „ბასას“ 5 000 ლარი, ხოლო „წყალტუბოს“ 2 500 ლარი გადასცა. ფულადი ჯილდოები, თბილისის ლიგა 1-ისა და თბილისის ლიგა 2-ის პრიზიორ გუნდებსაც გადაეცათ.

გამოვლინდნენ მოყვარულთა ლიგის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელები:

წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ედგარ კაზარიანი („ბასა“)

თბილისის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი

ზუკა ბასილიშვილი („თბილისი სითი“)

თბილისის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი

სანდრო კობახიძე („გრასრუტი“)

გოგონათა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

მარიამ ჯოჯუა („WPS ვაკე“).

მეშვიდე სეზონის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვნდნენ ასევე ვეტერანებიც: უხუცესი ფეხბურთელი, 68 წლის თენგიზ კაზარიანი და ვეტერანი მწვრთნელი გივი მამულაშვილი.