მოედნები დათოვლილი ან მოყინულია - მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონის გახსნა გადაიდო #1TVSPORT
მოედნები დათოვლილი ან მოყინულია - მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონის გახსნა გადაიდო #1TVSPORT

25 მარტს მოყვარულთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი უნდა გამართულიყო – მაგრამ გლდანის საფეხბურთო ცენტრში „პანენკასა“ და „ბასას“ დაპირისპირება მეტეოროლოგიური პრობლემების გამო გადაიდო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ ისაუბრა:

„კვირაზე მეტია გადაუღებლად თოვს, შესაბამისად, თბილისის მასშტაბით მდებარე ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრები და ის მოედნები, სადაც შესაძლებელია მოყვარულთა ლიგის მატჩების გამართვა, დათოვლილი და მოყინულია. აქედან გამომდინარე, სტადიონები სეზონის დასაწყებად ტექნიკურად მზად არ არის“, – ამბობს ბერდია ჯიბლაძე.

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა სეზონის დაწყების სავარაუდო თარიღზე ისაუბრა: 

„ამ ეტაპზე ასოციაციამ ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის დეპარტამენტთან კონსულტაციის შედეგად ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ფეხბურთელებისთვის რიგი დისკომფორტი და მოსალოდნელი ტრავმები თავიდან აეცილებინა. დაველოდოთ შემდეგ კვირას, ამინდის პროგნოზი საიმედოა და ვფიქრობთ, ტურნირი მალე აიღებს სტარტს. 2022 წლის სეზონის დაწყება ერთი კვირით გადაიდო და სავარაუდოდ, 25 მარტის ნაცვლად გახსნითი მატჩი პირველ აპრილს გაიმართება“.