„რეალმა“ ლეგენდა დაკარგა
„რეალმა“ ლეგენდა დაკარგა

10 თებერვალს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა „რეალის“ ლეგენდარული მცველი ენრიკე პერეს დიასი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია პაჩინის სახელით.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, ყოფილი ფეხბურთელი რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა და ერთი თვის წინ, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა. ოთხშაბათს, „რეალმა“ ლეგენდის სიკვდილის შესახებ გამოაცხადა.

„რეალის“ შემადგენლობაში პაჩინი შვიდჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1967, 1968), მოიგო ესპანეთის თასი (1962), ჩემპიონთა თასი (1966) და საკონტინენტთაშორისო თასი (1960).

ჩატარებული აქვს რვა მატჩი ესპანეთის ნაკრებში, რომელთან ერთადაც მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატზე ითამაშა.