„რეალმა“ გონსალო გარსია პირველ გუნდში გადაიყვანა და მე-9 ნომერი მისცა #1TVSPORT

09:41, 06.08.2025

21 წლის ფორვარდი გონსალო გარსია მადრიდის „რეალის“ პირველ გუნდში გადაიყვანეს. ფეხბურთელი 2025-26 წლების სეზონისთვის „სამეფო კლუბის“ 25-კაციან განაცხადში მოხვდა და მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ესპანელის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

გონსალო გარსია „რეალში“ კილიან მბაპეს მიერ გამონთავისუფლებულ მე-9 ნომერს მიიღებს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, რომელშიც ფორვარდმა ოთხი გოლი გაიტანა, გარსია 30-ე ნომრით თამაშობდა.

მსგავსი