საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მეცხრე ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა. ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა მადრიდის „რეალმა“. სამეფო კლუბმა საკუთარ არენაზე „ხიმკის“ უმასპინძლა და მეტოქეს უშანსოდ, ანგარიშით 104:76 სძლია.
მადრიდელთა შორის საუკეთესო 19 ქულით ენტონი რენდოლფი იყო, ფაკუნდო კამპასომ და ვალტერ ტავარესმა შეხვედრა 15-15 ქულით დაასრულეს. სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი – 14 ქულა კრის კრამერის ანგარიშზეა. „რეალი“ ევროლიგაზე 6 მოგებითა და 3 მარცხით მეექვსე ადგილზე იმყოფება.
ჟალგირისი-პანათინაიკოსი 85:86
ალბა-ცრვენა ზვეზდა 93:80
ბაიერნი-ოლიმპიაკოსი 85:82
ლიონი-ანადოლუ ეფესი 84:90
ოლიმპია მილანო-მაკაბი 92:88
ვალენსია-ზენიტი 94:90