საკალათბურთო ევროლიგაზე 18-ე ტურის 3 საინტერესო შეხვდრა გაიმართა.
ცენტრალური მატჩი მადრიდში ჩატარდა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა „რეალმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და მეტოქეს იოლად – 94-78 სძლია. პაოლო ლასოს გუნდში საუკეთესო, 16 ქულით, რენდოლფი გამოდგა. 13-13 ქულით დაასრულეს მატჩი კამპაცომ და აიონმა. ბერძნული გუნდის რიგებში კი ყველაზე მეტი, 15 ქულა, ლედეის ანგარიშზეა.
სხვა მატჩები:
ანადოლუ ეფესი – ხიმკი 81-72
ფენერბახჩე – ჟალგირისი 78-61