რაზმაძემ საქართველოს რეკორდი გაიმეორა - 445 მატჩი მთავარ ლიგაში
რაზმაძემ საქართველოს რეკორდი გაიმეორა - 445 მატჩი მთავარ ლიგაში

ლუკა რაზმაძემ საქართველოს ჩემპიონატებში გამართული მატჩების რაოდენობის რეკორდი გაიმეორა – გორის „დილას“ კაპიტანმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო, 27-ე ტურში „რუსთავთან“ 445-ე შეხვედრა ჩაატარა.

ამ მაჩვენებლით 35 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ალექსანდრე კოშკაძის შედეგი გაიმეორა, რომელიც აქამდე, ამ კომპონენტში ერთპიროვნული რეკორდსმენი გახლდათ.

ლუკა რაზმაძემ კარიერა 18 წლის ასაკში მშობლიური ქალაქის, გორის „დილაში“ დაიწყო. 2008-2010 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის ფორმითაც 11 შეხვედრა ჩაატარა.

ლუკა რაზმაძის კარიერა

2002-2005 დილა გორი 74 (1)

2005-2010 ვიტ ჯორჯია 140 (19)

2010-2014 რუსთავის მეტალურგი 104 (13)

2014-2015 დილა გორი 28 (5)

2015-2016 სიონი ბოლნისი 24 (2)

2016- გორის დილა 70 (0)

საქართველოს ეროვნული ნაკრები

2008-2010 საქართველო 11 (0)

ტიტულები

უმაღლესი ლიგა, ჩემპიონი (1): 2008/2009

უმაღლესი ლიგა, მეორე ადგილი (1): 2011/2012

საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2009/2010

საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (2): 2009/2010, 2010/2011