რატი ანდრონიკაშვილის ექვსი ქულა და დასანანი მარცხი ლიდერთან
რატი ანდრონიკაშვილის ექვსი ქულა და დასანანი მარცხი ლიდერთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების 17 წლის გამთამაშებელი, ამჟამად ესპანურ „მირაფლორესში“ ირიცხება. ეს გუნდი ესპანეთის რანგით მე-4, EBA ლიგაში ასპარეზობს. გასულ ტურში მისმა ამჟამინდელმა გუნდმა, ლიგის ლიდერ „ეასოსთან“ დასანანი მარცხი განიცადა (79-80). ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პირად აქტივში, მოედანზე გატარებულ არასრულ 14 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი ჩაიწერა.

რატიმ ხუთიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. „მირაფლორესს“ 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 13 იანვარს, სტუმრად, „ვალე დე ეგუესთან“ გამართავს.