რატი ანდრონიკაშვილი თსუ-ში ითამაშებს #1TVSPORT
რატი ანდრონიკაშვილი თსუ-ში ითამაშებს #1TVSPORT

გამოცემა Eurobasket.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას საქართველოს სუპერლიგაში, თსუ-ს რიგებში გააგრძელებს.

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ანდრონიკაშვილმა ესპანური „მურსია“ დატოვა და უკლუბოდ იყო. ესპანეთში რატიმ ერთი სეზონი გაატარა, ის ლიგა „ენდესაში“ საშუალოდ 2.2 ქულასა და 1.2 შედეგიან პასს აგროვებდა.

საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თსუ-ს 18 ოქტომბერს მნიშვნელოვანი მატჩი ელის ევროთასზე. თბილისელები გერმანიაში „გოტინგენს“ დაუპირისპირდებიან. ჯერ უცნობია, დაეხმარება თუ არა რატი ანდრონიკაშვილი ამ შეხვედრაში გუნდს.

თსუ-ში ირიცხებიან საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიც: გიორგი ცინცაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი ტურძილაძე.